|
2017-07-18 16:41:47, 2685 ნახვა
ეკონომიკა
„ევექსმა“ 90 მილიონი ლარის, 5 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ადგილობრივი ობლიგაციების ემისია განახორციელა
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ - „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“, 90 მილიონი ლარის ღირებულების 5 წლიანი ვადის მქონე ადგილობრივი ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების განთავსების აგენტია სს“ გალტ ენდ თაგარტი“. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული თანხა ადგილობრივი კომერციული ბანკების მიმართ სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებასა და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება. „მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტ“-ის როლი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. „გალტ & თაგარტი“-ს მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის. მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება მთელს „გალტ & თაგარტ“ -ის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გუნდის წევრებს“, - განაცხადა „გალტ & თაგარტ“ -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. “მოხარული ვარ, რომ ევექსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დაასრულა. ეს არის ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე მსხვილი ემისია ქართულ კორპორაციულ ბაზარზე (საბანკო ინსტიტუტების გარდა). აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას, როგოც ქართული ეკონომიკისა და ჩვენი ვალუტის მიმართ, ასევე - „სამედიცინო კორპორაცია ევექსისადმი“, - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)