|
2017-07-18 15:08:00, 2466 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ეროვნულ მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატები გადასცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს იშვიათი სამუზეუმო ექსპონატები გადასცა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 ცალი ხმალი, გერმანული დაშნა (მესამე რაიხის პერიოდი, 1933-1945წწ), ინდური ხმალი „ტალვარი“ (XVIII საუკუნე) და რუსული ხმალი „შაშკა“ (1940წ), ეროვნულ მუზეუმს, დადგენილი წესით, უსასყიდლოდ გადაეცა. აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში საბაჟო პროცედურების დარღვევისათვის მიიქცა. ხსენებული ნივთები საინტერესოა, როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ასევე სამეცნიერო და საექსპოზიციო მნიშვნელობით. აღსანიშნავია, რომ ინდური და გერმანული იარაღის ანალოგიური ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში აქამდე არ ყოფილა დაცული. წარმოდგენილი იარაღი ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდის კოლექციას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. აღნიშნული ფაქტი მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. გასულ წლებში მომსახურების სააგენტომ ეროვნულ მუზეუმს ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილო „ბატკანი“ და აბრა „კახური ღვინო“, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთები, ხატები, ნუმიზმატიკური და ჰერალდიკური ხასიათის მატარებელი ექსპონატები, უსასყიდლოდ გადასცა. მომსახურების სააგენტო, შეძლებისდაგვარად განაგრძობს ეროვნული სამუზეუმო კოლექციების შესავსებად მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)