16:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 11:42:05, 2499 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე: ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან პრობლემები აქვს და მარტივად აგვარებს

 „ვერ დამისახალებთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან პრობლემები აქვს და მარტივად აგვარებს“,-ამის შესახებ პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა,  დღეს რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობა ყველა ქვეყანას უჭირს.

„ტურბულენტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. მე იმ ასაკში ვარ, როდესაც „ცივი ომის“ დროს რა ხდებოდა ახსოვთ ჩემი თაობის ხალხს. მაშინ  მსოფლიოში ასეთი სარისკო ვითარება არ იყო. კრიტიკული მომენტები არ იყო, მაგრამ ზოგადად რაღაც თამაშის წესები მაინც არსებობდა. დღევანდელ მსოფლიოში ეს თითქმის მთლიანად მოშლილია,  საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო  წესრიგი.  მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ყველა მთელი საზოგადოება, რომ შევინარჩუნოთ  ქვეყანაში მშვიდობა,  გავუფრთხილდეთ სტაბილურობას. ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ძალიან სახიფათო სამყაროში ვცხოვრობთ, სანამ ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ვიქნებით ამ ტურბულენტურ ვითარებაში“,-განაცხადა აბაშიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics