|
2017-07-18 09:59:09, 2143 ნახვა
პოლიტიკა
„ამბასადორიალი 2017" ოფიციალურად გაიხსნა
მიმდინარე წლის 18-21 ივლისს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში" იმართება. „ამბასადორიალი 2017"-ს ოფიციალურად საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მიმართა. ამბასადორიალის ფარგლებში სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით იმართება. „ამბასადორიალი 2017"-ის მონაწილეები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ სამუშაოებზე იმსჯელებენ. სამუშაო სესიები მოიცავს თემატურ შეხვედრებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის საკითხზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სხვა. ერთ-ერთი სესია დაეთმობა სამინისტროში შეფასების ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ორგანიზაციულ განვითარებას, ასევე თანამშრომელთა პროფესიულ და კარიერულ წინსვლას. ცალკე სესია დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, ასევე წელს პირველად ამბასადორიალის მონაწილეები სამუშაო სესიის ფარგლებში განიხილავენ დეზინფორმაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ „ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში წელს პირველად გაიმართება „ეკონომიკური დიპლომატიის" კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს წრეები, საქართველოს საპატიო კონსულები საზღვარგარეთ. კონფერენცია პროექტის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოში - „შპს ჯეოკეპი" გაიმართება და იგი დაეთმობა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და მსოფლიოს ლიბერალურ ბაზრებთან ინტეგრაციის საკითხებს და ა.შ. „ამბასადორიალი 2017" მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. „ამბასადორიალი 2017" საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით 21 ივლისს დასრულდება.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)