|
2017-07-16 12:37:56, 2208 ნახვა
პოლიტიკა
NDI–ის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს
საქართველოში ოქტომბერში დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ავრცელებს. მათივე ცნობით, დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებაა. დელეგაციის წევრები, რომლებმაც დღეს დაიწყეს თბილისში შეხვედრების გამართვა, არიან: იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პოლონეთის პარლამენტის ყოფილი წევრი; დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; ქეთრინ ნუნი, ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარის მოადგილე და ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხთა წარმომადგენელი; ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; მარია ბაბიჩი, დამოუკიდებელი საარჩევნო ექსპერტი; მელისა მუსიო, NDI-ის პროგრამების უფროსი მენეჯერი საქართველოში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში და მაიკლ მაკნოლტი, NDI-ის არჩევნები და პოლიტიკური პროცესების პროგრამების უფროსი მენეჯერი. "17-21 ივლისის პერიოდში, ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესაბამისად განახორციელებს. 21 ივლისს, NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს პრეს-კონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს. სადამკვირვებლო დელეგაციას "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს",-განმარტავენ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)