|
2017-07-14 21:56:29, 3154 ნახვა
ეკონომიკა
საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფიტოვეტსანიტარული კონტროლის ზონა იფუნქციონირებს
აჭარაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, პირველ მოადგილესთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი თაბუაშვილთან ერთად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტები დაათვალიერა. „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გარდა, პირველი ვიცე-პრემიერი „ადლიის" გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვია, სადაც გაეცნო ახლადშექმნილი ფიტოვეტსანიტარული კონტრლის ზონის საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ზონა უკვე შექმნილია „ფოთის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. დაახლოებით ერთ წელიწადში, კი მსგავსი მომსახურების მიღება „წითელი ხიდის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზეც იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ, საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტთან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფიტოვეტსანიტარული კონტროლის ზონა იფუნქციონირებს. დღესვე, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში იმყოფებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)