07:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 18:13:56, 1070 ნახვა

რეგიონი
ხულოში ბინას კიდევ 14 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს

ხულოს სოციალურ სახლში ბინას კიდევ 14 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე დაზარალებული ოჯახების მონაცემები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ წარადგინა.

ხულოს სოციალური სახლი 72 ბინიანია, კომისიის მიერ 45 ოჯახზე დადებითი გადაწყვეტილება გასულ სხდომებზეა მიღებული, თუ ვინ მიიღებს დარჩენილ 13 ბინას, ეს ცნობილი მომდევნო კვირის ბოლოს გახდება. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის შესახებაც იმსჯელეს, შარაშიძეების ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოეყოფა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics