22:09 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 14:29:20, 1877 ნახვა

საზოგადოება
დღეს ეროვნული არქივის პავილიონში ჯილიან ევისონ „ქართული წიგნები და არქივები ოქსფორდის ბიბლიოთეკაში“ პრეზენტაციას გამართავს

დღეს 17:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების უფროსი, ჯილიან ევისონი  პრეზენტაციას გამართავს  თემაზე „უორდროპების კოლექცია: ქართული წიგნები და არქივები ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში".

ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია ქართულ ხელნაწერთა და ნაბეჭდ წიგნთა მდიდარ კოლექციას ფლობს.

სამეცნიერო წრეებისათვის კარგად ცნობილი ე.წ. უორდროპების კოლექციის ცალკეული ხელნაწერები დიდი ხანია შესწავლის საგანია.

 გარდა იმისა, რომ ეს კოლექცია ქართველი ხალხის კულტურული ცხოვრების მრავალსაუკონოვან ისტორიას ასახავს, ამავდროულად, ორ ხალხს შორის მეგობრობის უტყუარი მოწმეა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავმა მებრძოლებმა და ქართული კულტურის ქომაგებმა მარჯორი და ოლივერ უორდროპებმა სამუდამო ადგილი დაიმკვიდრეს ქართველი ხალხის მეხსიერებაში.

ჯილიან ევისონის მოხსენების თემა სწორედ უორდროპების კოლექციას და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს ეხება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics