22:09 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 12:32:01, 2203 ნახვა

საზოგადოება
ნეოფაშისტური, რასისტული და ქსენოფობიური მოწოდებები - MDF-ის მონიტორინგი „ქართველთა მარშის“ წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდმა“, 14 ივნისიდან 11 ივლისამდე 9 ულტრანაციონალისტური ჯგუფის ფეისბუქ გვერდის მონიტორინგი განახორციელა.

როგორც  ორგანიზაციაში აცხადებენ, მონიტორინგის დროს დაკვირვება აღნიშნული გვერდების აქტიურობაზე, აუდიტორიის მოცვაზე, ყველაზე ხშირად გამოყენებულ წყაროებზე, ყველაზე პოპულარულ პოსტებზე, ხშირად და იშვიათად გამოყენებულ სიტყვებზე, ასევე მარშთან დაკავშირებულ მოწოდებებსა და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებზე მოხდა.

„მოძრაობა "ეროვნულების” ლიდერმა 14 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში” დაანონსა, რომელიც მათი თქმით, არალეგალი უცხოელების წინააღმდეგ არის მიმართული.  მარშის ორგანიზატორები არალეგალებში კონკრეტული ეროვნების წარმომადგენლებს - ირანელებს, არაბებს, აფრიკელებს და სხვებს გულისხმობენ და მათ საქართველოს ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზატორები ასევე ითხოვენ საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას. საზოგადოების მობილიზებას ღონისძიების ორგანიზატორები სოციალური მედიის მეშვეობით ახდენენ“, - ნათქვამია MDF-ის განცხადებაში.

მონიტორინგი მედიის განვითარების ფონდმა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.

მონიტორინგის შედეგები იხილეთ ბმულზე - FACEBOOK-ში ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქტიურობის მონიტორინგი "ქართველთა მარშის” წინ

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics