16:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 21:43:09, 2692 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეებს შორის ყურადღება ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, განათლების, კულტურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე გამახვილდა.

იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი 2015 წლის 1 სექტემბრიდან მოღვაწეობს. საქართველოში ჩამოსვლამდე ანტონიო ენრიკო ბარტოლი ვაშინგტონში მოღვაწეობდა, სადაც კურირებდა ეკონომიკურ დოსიეებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დეპარტამენტში „არაბული გაზაფხულის" შემდგომ პერიოდში. დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, 1991 წლიდან 1997 წლამდე, იგი ეწეოდა პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას. ჰყავს მეუღლე და ხუთი ქალიშვილი.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics