|
2017-07-12 21:23:43, 2743 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ ტრადიციულად აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა
პაშა ბანკი, ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოებს, წელს კვლავ აქტიურად ჩაერთო აშშ-ს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში. ბანკი უკვე მესამე წელია აშშ-ს საელჩოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) მიერ ორგანიზებულ საღამოში იღებს მონაწილეობას. 2017 წლის 8 ივლისს AmCham Georgia-მ ამერიკის საელჩოსთან ერთად უმასპინძლა ოჯახურ პიკნიკს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 241 წლის აღსანიშნავად. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 1500-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. AmCham 1998 წელს დაფუძნდა და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ის 200-ზე მეტ ქართულ და ამერიკულ კომპანიას წარმოადგენს და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა. პაშა ბანკი AmCham-ის აქტიური წევრია. აღნიშნულ ასოციაციასთან ერთად პაშა ბანკი გაერთიანებულია ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: EU-Georgia Business Council (EUGBC), International Chamber of Commerce (ICC) და Georgian Chamber of Commerce and Industry (GCCI). „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან, მითუმეტეს რომ პაშა ბანკი კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებაში სპეციალიზირდება და ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია მსხვილ ბიზნესთან ურთიერთობა. AmCham ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მათთან ერთად აგვეღნიშნა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე. პიკნიკი, რომელიც ტრადიციულად იმართება ხოლმე ამ დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და პაშა ბანკი არა ერთხელ იყო ამ ღონისძიების სპონსორი ბაქოში.“ აღნიშნა შაჰინ მამმამდოვმა, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა.
(R)
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)