|
2017-07-12 10:37:29, 2417 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დონდუა აფხაზეთში ე.წ. დროებითი დოკუმენტის დარიგებაზე: ქართველები საკუთარ მიწა-წყალზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხდებიან
„გვაშფოთებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის ე.წ. დროებითი დოკუმენტების დარიგებას იწყებს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი დოკუმენტები ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. „დიპლომატიურ კორპუსს გვინდა დეტალურად ვესაუბროთ იმ ბოლო განვითარებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პირველ რიგში ეს ეხება მავთულხლართებს და ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც კიდევ უფრო ართულებენ როგორც ცხინვალში ასევე აფხაზეთში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ისედაც მძიმე პირობებს. ვისაუბრებთ ასევე ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირებულ დაკავებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საუბარის თემა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციაა. ასევე აფხაზეთში დაწყებულ ე.წ. დროებით დოკუმენტების დარიგებაზე, რომელიც ის მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას არსებობას ურთულებს. გვაშფოთებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იწყებს ე.წ. დროებითი დოკუმენტების დარიგებას ქართველი მოსახლეობისთვის, რითაც ისინი საკუთარ მიწა წყალზე ხდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და რაც კიდევ უფრო ზღუდავს მათ ისედაც უუფლებო მდგომარებას“,-განაცხადა დონდუამ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მიმდინარეობას. მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდება და ელჩებს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროის განმავლობაში არსებულ ვითარებას აცნობს. შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. აღნიშნული შეხვედრის მთავრი თემა ბოლო დროის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)