06:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 12:46:33, 2452 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა: საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება დაიწყება, თუმცა მასში არაფერი იქნება ისეთი, რაც მშობლებისთვის მიუღებელია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება დაიწყება, თუმცა სამინისტრო ყველა ნაბიჯს გადადგმას, რომ „არაფერი არ იყოს საგანში ისეთი, რაც მოსწავლეების ოჯახებისთვის იქნება მიუღებელი“.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეების ოჯახის წევრებმა კარგად გადახედონ სახელმძღვანელოებს და გაეცნონ საგნის სტრუქტურას, რომელიც სასწავლო გეგმაშია გაწერილი.

რაც შეეხება გუშინ გამართულ აქციას, სადაც სკოლის მოსწავლეების მშობლები საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლებას აპროტესტებდნენ, ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მასალები რომლებსაც აქციაზე ავრცელებდნენ არის უცნობი წიგნიდან და ისინი მიუღებელია.

„საგნის სტრუქტურა, რომელიც გაწერილია სასწავლო გეგმაში, ანუ მთელი პროგრამა, არის შეთანხმებული პრაქტიკულად ყველა მხარესთან, მათ შორის სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ის მასალები, რასაც გუშინდელ აქციაზე ავრცელებდნენ, არის რომელიღაც ჩვენთვის უცნობი წიგნიდან, რომელიც ნამდვილად მიუღებელია იმ ფორმით, რა ფორმითაც ვრცელდებოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, არაფერი არ უნდა მოხვდეს სასწავლო პროგრამაში. საგნის სწავლება დაიწყება, თუმცა წინასწარ, ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ არაფერი არ იყოს ამ საგანში და სახელმძღვანელოებში, რაც იქნება მიუღებელი მოსწავლეების ოჯახებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგნის სწავლების დაწყება ამ სასწავლო წლიდან იგეგმება, თუმცა, მისივე თქმით, განხილვის პროცესი მიმდინარეობს და „დაიწყება თუ არა ამ წლიდან, პროცესში დაზუსტდება“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics