06:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 14:23:10, 2840 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბაშიძე: შარშან, რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით მილიონი ტურისტი შემოვიდა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური  წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, შარშან რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში  მილიონი ტურისტი შემოვიდა,  მიმდინარე წელს კი, უფრო მეტი იქნება.

როგორც აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი დაიწყო, საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა.

 მისი თქმით, გრიგორი კარასინთან შეხვედრის წინ, ის კონკრეტულ დავალებებს იღებს, რომელიც  სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს, ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება.

„ჩვენი ექსპორტი 2013 წლამდე რუსეთის ბაზარზე იყო - 0. რუსეთისა კი ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოდიოდა ქართულ ბაზარზე, ასეთი დისბალანსი იყო. ამ წლების მანძილზე საქართველოდან რუსეთში გავიდა 1 მილიარდამდე საფასურის ქართული პროდუქცია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის შეფასებით, რუსეთთან აღდგა, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო სატრანსპორტო კავშირები, რამაც ნაწილობრივ, ხელი შეუწყო რუსეთიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლას.

 „ამ პერიოდში აღდგა კომუნიკაცია, სატრანსპორტო კავშირები, არა მარტო საჰაერო, არამედ სახმელეთო. ამან ხელი შეუწყო საქართველოში ტურისტების შემოსვლას, არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან. რუსეთიდან შარშან შემოვიდა დაახლოებით მილიონი ტურისტი, წელს იქნება მეტი, ვფიქრობ, ამაში ამ დიალოგის ხელშეწყობით რაღაც ნაწილი არის, თუმცა 1 % რომ იყოს, ვფიქრობ, ცოტა არ იქნება. თუმცა, ვფიქრობ, მეტია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, აბაშიძემ დასძინა, რომ დიალოგმა ხელი შეუწყო გარკვეული პრობლემების მოგვარებას.

„საქართველოს 8 მოქალაქე, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით მრავალწლიან სასჯელს იხდიდა, გათავისუფლდნენ და საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ“,-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics