|
2017-07-09 15:45:08, 2170 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ გლდანის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილეებმა გიგა ნიკოლეიშვილმა და ნატო ქიტიაშვილმა, გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, გლდანის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. დავით ნარმანიამ და დიმიტრი ორმოცაძემ გლდანში, 6 მ/რ-ის N17 კორპუსის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გახსნეს. ,,გლდანის რაიონში გამგეობა რამდენიმე პროექტს ახორციელებს პარალელურ რეჟიმში და ვეცნობით ამ პროექტების მიმდინარეობას. იგება შიდა კვარტალური გზები, კეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, რამდენიმე ადგილზე კეთდება პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე, ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს, რათა ყველა ის საკითხი მოვაგვაროთ, რათ მათ აწუხებთ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 500 კვ.მ-ზე მოეწყო ბეტონის საფარი, შეიცვალა მავთულ-ბადეები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები და დაიგო ხელოვნური საფარი. გარდა ამისა, თბილისის მერი ამავე მისამართზე კიბის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირდება და სამუშაოების შედეგად მოეწყობა 32 მეტრი სიგრძის პანდუსი 7 % -იანი ქანობით. პარალელურად, 5 500 კვ.მ-მდე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჯანჯღავას II შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში, სადაც ორი ფენა ასფალტის საფარი იგება. (NS)
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)