|
2017-07-09 11:07:24, 1961 ნახვა
საზოგადოება
10-11 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
საქართველოს ტერიტორიაზე 10-11 ივლისს ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა 12 ივლისიდან კვლავ წვიმას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +28 გრადუსი სითბო ფიქსირდება, ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც, 10 ივლისს +32 გრადუსი სითბო იქნება, ასევე იწვიმებს, 11 ივლისს +33 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმაა ნავარაუდევი, 12 ივლისს +31 გრადუს სითბოსა და ზოგან ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. დღეს დედაქალაქ თბილისში +20 გრადუსი სითბოა და ნალექიანი ამინდია, 10 ივლისს +29 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 11 ივლისს +30 გრადუსი სითბო და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 12 ივლისს ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, დროგამოშვებით კი იწვიმებს. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთის ბარში დღეს +28 გრადუსი სითბო ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 10 ივლისს +29 გრადუსი სითბო და ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11-12 ივლისს წვიმას პროგნიზირებენ. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)