04:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 13:26:39, 2610 ნახვა

მსოფლიო
მერკელი, პუტინი და მაკრონი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმდნენ

გერმანიის კანცლერი ანეგლა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, - აღნიშნული შეთანხმება ლიდერებმა "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში მიიღეს. 

ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.

სამი ქვეყნის ლიდერმა 2015 წლის თებერვალში მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

დორმანიული ოთხეულის სამი წევრი ქვეყანა შეთანხმა, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და მსოფლიო სტაბილურობის აღსადგენად უკრაინის კრიზისი უნდა დასრულდეს. შესაბამისად, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ყველა პუნქტი აუცილებად უნდა განხორციელდეს. 

"ლიდერებმა მისნკის შეტანხმება კიდევ ერთხელ განიხილეს. ყველა შეჯერდა იმ საკითხზე, რომ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლრესა და საფრანგეთის პრეზიდენტს თავისი პოზიცია დეტალურად გააცნო", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. სამიტს მსოფლიო ლიდერები ესწრებიან. ძირითადი საკითხები, რომლებიც სამიტის ფარგლებში განიხილება ტერორიზმთან ბრძოლა, უკრინის და სირიის კრიზისი და გლობალური დათბობაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics