06:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 18:35:27, 2770 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კელი: მნიშვნელოვანია, რომ მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხზე საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობდეს

„მნიშვნელოვანია, რომ ჩაბუქის ექსტრადაციის საკითხზე  საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობდეს“,-ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ მიუღია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს შეისწავლის.

„ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მთავრობასთანაც, რომ უნდა არსებობდეს ძალიან ზედმიწევნითი შესაბამისობა ექსტრადიციის მოთხოვნებთან. ჩვენს ქვეყანას აქვს მსგავსი ტიპის მოთხოვნები. მნიშვნელოვანია, არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები“, - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics