|
2017-07-07 13:17:33, 734 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის გახსნას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კვარიათში ახალი სასტუმრო კომლექსის „თვინ თაუერსის" მშენებლობის გახსნას დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოღვაწე კომპანია "გრინ ვალეი დეველოპმენტი" ახორციელებს. პატარაძის განცხადებით, რეგიონში 30 მილიონი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, რაც მნშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის. „რეგიონში გრძელდება ახალი, საინტერესო პროექტების განხორციელება. ,,თვინ თაუერსი" წარმოადგენს სასტუმრო კომპლექსს, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი დიდი არაბული ინვესტიცია საქართველოს ტერიტორიაზე. რეგიონში განხორციელდება 30 მილიონი ოდენობის ინვესტიცია, რაც მნშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას. დასაქმდება 500-მდე საქართველოს მოქალაქე. ჩვენი რეგიონის სტუმრებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაისვენონ კომფორტულად. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მომავალში მრავალი პროექტი იქნება დაანონსებული და განხორციელებული რეგიონში" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აღსანიშნავია, რომ ბათუმში განსახორციელებელი პროექტი მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, რომლის საერთო მოცულობა 74000 მ.კვ. შეადგენს და ორ ოცდარვა და ერთ ოც სართულიან ნაგებობას ითვალისწინებს. კომპლექსში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში განთავსდება, სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა, ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები, შიდა და გარე ავტოსადგომი. პროექტის საერთო ინვესტიცია 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მშენებლობა 2021 წლის ზაფხულში დასრულდება. კომპანია „გრინ ვალი" 2004 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაარსდა. ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს უძრავი ქონების დეველოპმენტი, რომელსაც იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. საქართველოს მიმართულება კომპანიისთვის ახალია. საქართველოში დეველოპერული პროექტის განხორციელების მიზნით კომპანიამ ბათუმში, კერძოდ, გონიოს დასახლებაში კერძო საკუთრებაში არსებული 14381 კვ.მ არასასაფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შეიძინა. ამ ეტაპისთვის კომპანიის მიერ მსოფლიოს 8 ქვეყანაში (საქართველო, ლიბანი, თურქეთი, ტაილანდის სამეფო, მაროკოს სამეფო, ეგვიპტე, ბოსნია) განხორციელებულია ან/და ხორციელდება სხვადასხვა ძვირადღირებული დეველოპერული პროექტი. (NS)
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)