18:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 17:51:28, 2123 ნახვა

საზოგადოება
„არა ოკუპაციას“ - სოფელ ბერშუეთში მდებარე საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მდებარე საოკუპაციო ხაზთან აქცია ლოზუნგით - "არა ოკუპაციას" გაიმართება.

როგორც Facebook-ში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საოკუპაციო ხაზთან 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისამდე გაგრძელდება.

"ახლახანს, სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზზე ოკუპანტებმა ახალი ბანერი დაამონტაჟეს.

ბანერის დამონტაჟების შემდეგ, ათი ჰექტარი მიწის ფართობი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მცოცავი ოკუპაცია კვლავ გრძელდება და უმოქმედობა უნდა დასრულდეს !

8-9 ივლისს ვიკრიბებით გორის რაიონ სოფელ- ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან. ვაპირებთ კარვების გაშლას და იქ დაბანაკებას. მოხალისეებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მეგობრებო გაითვალისწინეთ შემდეგი მითითებები: არ მოგვაქვს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები; არ მოგვაქვს ალკოჰოლური სასმელები; ხელს გამოაყოლეთ პატრიოტული და პოზიტიური განწყობა!!!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

„გვეშინია, ამ უპატრონობის ჟამს რუსები სოფელში არ შემოვიდნენ“ - ბერშუეთის მცხოვრებლები დაცვას ითხოვენ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics