16:46 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 11:49:34, 2280 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
საია: ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობის არჩევნების არაძალადობრივ გარემოში ჩატარება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გარკვეული სახის ხარვეზები გამოვლინდა, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით.

ნაცვლიშვილის განმარტებით, აღნიშნული ხარვეზები თვითმმართველობის არჩევნებისთვის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

„ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ, არაძალადობრივ და თანასწორუფლებიან გარემოში ჩატარება. წინა არჩევნების დროს დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ფაქტი, რაზეც, სამწუხაროდ, რეაგირება დღემდე არ მომხდარა. ასეთი ქმედებების დაუსჯელობა, ბუნებრივია, რისკებს აჩენს, რომ მსგავსი ქმედებები მომდევნო არჩევნების დროსაც განმეორდეს“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საია კონფერენციას თემაზე: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ მართავს. 

კონფერენციაზე ორგანიზაციამ 5 ძირითადი რეკომენდაცია წარადგინა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით მომდევნო არჩევნებისთვის უნდა შეიცვალოს: წინასაარჩევნო, არჩევნების დღის და შემდგომი პერიოდის დარღვევების დროული გამოძიება; არჩევნებში ჩართული უწყებების კარგი საქმიანობა; ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ; სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ერთგბაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics