2017-07-04 10:35:23, 2470 ნახვა
სამართალი
შსს-მ ლიანდაგების მოპარვის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული შ.ფ., 1981 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული ლ.ა. და 1992 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 46 მეტრი სიგრძის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ.
ოთხივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან