2017-07-03 17:12:21, 2192 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მედიასთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე მედიასთან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არ საუბრობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
„სამომავლო გეგმების თაობაზე მოგვიანებით, დეტალურად მოგახსენებთ“,-აღნიშნა ვასილ მშვენიერაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩია.
ის ამ პოზიციაზე დღეიდან იქნება დანიშნული.
საბჭოს წევრებმა ასევე კენჭი უყარეს ვასილ მშვენიერაძის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს და ის ამ პოზიციაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან