|
2017-07-02 14:18:37, 1880 ნახვა
საზოგადოება
იმიტირებული პროცესის მონაწილე გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდი გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურმა ჟიურიმ, რომელსაც უსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა სტუდენტების გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. უწყების ცნობით, ფინალისტებს სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცათ. პროექტის საუკეთესო მონაწილე სტაჟირებას დაიწყებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში. გამარჯვებული გუნდი სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდის შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საკონკურსოდ მომზადებაში სტუდენტებს იუსტიციის სამინისტრო დაეხმარება, საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის შემთხვევაში კი მათი მონაწილეობის ხარჯებს „ELSA საქართველო" დაფარავს. გოჩა ლორთქიფანიძის გარდა ჟიურის შემადგენლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი იყვნენ. კონკურსის მიზანი ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობით მომავალი იურისტების დაინტერესებაა. კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ 1 მაისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მა გუნდმა გამოთქვა, რაც, ჯამში, 120 სტუდენტს შეადგენდა. 1 ივლისს თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართული ნახევარფინალური რაუნდის შედეგად ჟიურიმ გამოავლინა 2 ძლიერი ფინალისტი გუნდი; დღეს კი მათგან საუკეთესო გამოვლინდა. პროექტი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და „ELSA საქართველოს" ინიციატივით ხორციელდება. პროექტი ყოველწლიურად ჩატარდება. (NS)
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)