14:45 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 11:17:45, 2179 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით ორგანიზებული „გახდი ოლიმპიელი 2017“ დასრულდა

„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობითა და საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით  "გახდი ოლიმპიელი 2017"-ის დაჯილდოვება ჩატარდა.

ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი არის, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2016 წლის 11 აპრილს დაარსდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან  მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მონაწილე ოლიმპიელები, მათ შორის ოქროს , ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.

საქართველო მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში 1992 წლიდან მონაწილეობს. დღემდე მოპოვებულია ორი ოქროს მედალი. აქედან ერთი ოქროს მედალი მოიპოვა კავშირის წევრი ოლიმპიელების მოსწავლემ.

„გახდი ოლიმპიელი 2017"-ში  მონაწილეობა მიიღო  დედაქალაქის და სხვა რეგიონების  სკოლების მე-6-ე კლასის 1000-მდე  მოსწავლემ. ხოლო ფინალურ ტურში გადავიდა 73 მონაწილე.

დაჯილდოვებაზე 3 მონაწილეს გადაეცა პრიზები - პირველი, მეორე და მესამე ადგილისათვის, ხოლო ოლიმპიადის ფინალური ტურის დანარჩენ მონაწილეებს საპატიო სიგელები (8 მონაწილე) და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის სერტიფიკატები (73 მონაწილე). ხვდათ წილად.

მოხარულები ვართ, რომ  წვლილი შეგვაქვს საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის შესანიშნავი ინიციატივის განხორციელებაში, რომლის მიზანია აღმოაჩინოს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები და და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.  განათლების ხელშეწყობა არის   ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიული ცოდნისა და უნარჩვევების მიღება, რათა თითეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა.  მინდა მივულოცო ოლიმპიადაში გამარჯვებულ, ქვენისთვის საამაყო თითოეულ მონაწილეს და ვუსურვო უდიდესი წარმატება. - განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.

„გახდი ოლიმპიელი" უკვე მეორე წელია რაც ტარდება. საგულისხმოა, რომ წინა წლიდან მოყოლებული, ოლიმპიადის წარმატებულ მონაწილეებს კავშირის წევრები ამეცადინებენ. ამ წელს კი ამ  მეცადინეობებს  „გახდი ოლიმპიელი 2017"-ის  წარმატებული მონაწილეები და გამარჯვებულებიც შემოუერთდებიან. ჩვენი მიზანია ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათ განვითარებაზე ზრუნვა, რადგან განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის დირექტორმა, ემზარ ოთხოზორიამ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics