|
2017-06-30 10:41:50, 2062 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი გუნდის მხრიდან, უამრავი კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგა, რათა პოლიტიკური კონსესუსის ნიადაგი მონახულიყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მათი გუნდის მიერ, უამრავი კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგა, რათა პოლიტიკური კონსესუსის ნიადაგი მონახულიყო. “კიდევ ერთხელ მინდა შევეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვინაიდან მოგეხსენებათ დღეს გახლავთ პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით. ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებტან, რომელიც დრეს არსებობს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველაზე მთავარი გადაწყცვეტილება, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, იქნა მიღებულისწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით. მოგეხსებნებათ, გასული ათწლეულის განმავლობაში არაერთხელ ეს საკითხი გამხდარა მთელი პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნის საგანი, მაგრამ არც ერთხელ არ ყოფილა რეალურად პოლიტიკური ნება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება განოხორციელებულიყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ კონსტიტუციაში შედის ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებშიც პირდაპირ არის გაწერილი დაბალანსებული ძალთა გადანაწილება მთავრობასა და პარლამენტს შორის. „სადაც პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად იზრდება, სადაც მნიშვნელოვნად არის გამარტივებული მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, რომლებიც აბსოლუტურად გაუგებარი იყო კონსტიტუციაში და მორგებული იყო წინა პოლიტიკურ გუნდზე, ასევე იმ გადაწყვეტილების გამო, რომ 2024 წელს გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 2020 წლის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის 3%-მდე ბარიერის დაწევა და ა.შ. უამრავი კომპრომისული ნაბიჯი იქნა გადადგმული ჩვენი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მონახულიყო პოლიტიკური კონსესუსის ნიადაგი“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)