11:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 10:33:40, 2124 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მაიკ პენსის ვიზიტი, საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა.

კვირიკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ახალ ადმინისტრაცასთან პირველივე დღიდან  მაღალი დონის კონტაქტები დაამყარა:

 „ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გაცნობოთ. 31 ივლისს-1 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტი შედგება საქართველოში. სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებლ შტატებში, სადაც შედგა ჩვენი შეხვედრა და ამ შეხვედრის დროს მე მოვიწვიე ბატონი ვიცე პრეზიდენტი საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში, შედგება ვიზიტი. ეს რა თქმა უნდა არის გამოხატულება აშშ-ის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ძალიან სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაცასთან პირველივე დღიდანვე ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სამ ქვეყანას შორის, რომელიც ვიცე პრეზიდენტმა აირჩია ვიზიტისთვის, არის საქართველოც, როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორი შეერთებული შტატების“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics