|
2017-06-29 09:56:41, 1982 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, 3-დან 27 ივლისის ჩათვლით, 4 სპეციალური დროებითი მარშრუტი დაწესდება
თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს. ავტობუსები მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: - მეტრო „ახმეტელის თეატრი“ - 175-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში 175-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იგივე მარშრუტს გაივლის. - მეტრო „ახმეტელის თეატრი“ – 39, 173 და 177-ე საჯარო სკოლები. მოძრაობას დაიწყებს ხიზანიშვილის ქუჩიდან, მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე, გაივლის 39-ე და 173-ე საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით 177-ე საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო „ახმეტელთან“ ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება. - მეტრო „ვარკეთილი“ – 117-ე საჯარო სკოლა. ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება „ვარკეთილის ხიდებამდე“, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას 117-ე საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო „ვარკეთილთან“ დაბრუნდება. - მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელი - 103-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე 103-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელთან დაასრულებს. (NS)
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)