|
2017-06-27 17:01:58, 2370 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსის კლინიკამ“ თელავში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური კლინიკა გახსნა
27 ივნისს ქალაქ თელავში „ავერსის“ კლინიკათა ქსელმა გახსნა ფილიალი, რომელიც კახეთის რეგიონის მოსახლეობას დიაგნოსტიკურ მომსახურებას გაუწევს. ცენტრი წელიწად-ნახევარში აშენდა და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ბოლო თაობის აპარატურით აღიჭურვა. მათ შორის არის იაპონური კომპანია „ჰიტაჩის“ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის უახლესი მოდელი - პირველი ამიერკავკასიის რეგიონში - და მსოფლიო ლიდერის, „ფილიპსის“, კომპიუტერული ტომოგრაფი. პაციენტებს ასევე მოემსახურება „ჯენერალ ელექტრიკის“ ულტრასონოგრაფიის აპარატის ერთ–ერთი ბოლო მოდელი. ამავე ხარისხის აპარატურითაა აღჭურვილი ლაბორატორიაც, სადაც შესაძლებელია ფაქტობრივად ყოველგვარი ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება, რომელიც კი საქართველოშია დანერგილი. – ჩვენი მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურება, - აღნიშნა პაატა კურტანიძემ, კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა, - სულ ორი წლის წინ გადავწყვიტეთ თელავში დიაგნოსტიკური ცენტრის ამოქმედება და დღეს უკვე მოვახერხეთ მისი გახსნა. გვინდოდა, მოსახლეობისთვის ის სამედიცინო სერვისები შეგვეთავაზებინა, რომლებიც მანამდე ამ ქალაქში არ ჰქონდათ. ამჟამად „ავერსის“ ქსელი 27 სტაციონარულ და ამბულატორიულ კლინიკას აერთიანებს. თელავის კლინიკა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და თანამედროვედ აღჭურვილია. მაგალითად, ჩვენი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ღია მაგნიტით მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ამ აპარატით გამოკვლევის ჩატარებას შეძლებენ კლაუსტროფობიის - დახურული სივრცის შიშის – მქონე ადამიანებიც, რომლებიც მოსახლეობის 7% -ს შეადგენენ. - ეს არის ყველაზე თანამედროვე სამედიცინო სერვისი, რომელიც არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო სტანდარტებსაც აკმაყოფილებს, - ბრძანა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, - თელაველებს ამიერიდან საკუთარ ქალაქშივე ექნებათ ამ სერვისის მიღების საშუალება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, კლინიკა მხოლოდ თელაველებს არ მოემსახურება - დარწმუნებული ვარ, დიაგნოსტიკისთვის აქ არათუ კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ. ასეთი მაღალი სტანდარტის აღჭურვილობა თბილისის ბევრ საუკეთესო კლინკაშიც არ არის. დიდი მადლობა „ავერსს“ ამ ინვესტიციისთვის. - დღევანდელი დღე ჩემში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან სამ წელიწადზე მეტხანს ვიყავი „ავერსის“ გუნდის წევრი. ამ კომპანიამ დიდი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. შესანიშნავად ვიცი, რა სტანდარტებიცაა დანერგილი „ავერსში“, როგორი დამოკიდებულება აქვთ საქმის მიმართ, რა ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს. ყველა ასე რომ ეკიდებოდეს თავის საქმეს, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდებოდა, - ასე შეაფასა „ავერსის“ საქმიანობა თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, - ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, კლინიკა ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ჩემი თანაქალაქელების ჯანმრთელობისთვის. - თელავში „ავერსის კლინიკის“ ფილიალის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვისაც და, ვფიქრობ, მთელი კახეთის რეგიონისთვისაც, ვინაიდან ისეთ მომსახურებას ვთავაზობთ მოსახლეობას, რომელსაც კახეთში აქამდე არც ერთი სამედიცინო დაწესებულება არ ეწეოდა, ამასთან, ძალიან ხარისხიან, მართლა მსოფლიო დონის მომსახურებას, - აღნიშნა „ავერსის კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ. - რაც მთავარია, მომხმარებლებს შეეძლებათ სახელმწიფო დაზღვევით ჩაიტარონ ისეთი მაღლტექნოლოგიური გამოკვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, - დასძინა ხათუნა ჭონიაშვილმა, „ავერსის კლინიკის“ რეგიონულმა მენეჯერმა. „ავერსის კლინიკის“ თელავის დიაგნოსტიკურმა ცენტრმა უკვე დაიწყო პაციენტების მიღება. კახეთის მოსახლეობას მაღალხარისხიანი ტექნოლოგიური გამოკვლევების ჩასატარებლად შორს აღარ მოუწევს წასვლა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)