|
2017-06-27 13:45:44, 2437 ნახვა
ეკონომიკა
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო ტექდათვალიერების საკითხზე კონფერენცია გაიმართა
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხზე დღეს სასატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა. კონფერენცის მონაწილეებს ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირისა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებმა მიმართეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ცენტრსა და შვეიცარულ კომპანია „ეს-ჯი-ეს“-სს შორის უკვე გაფორმებულია კონტრაქტი მომსახურების შესყიდვაზე. "ხელშეკრულება რეფორმის პირველ ეტაპზე სტანდარტების მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაინერგება. დღევანდელი მონაცემებით, ტექნიკური დათვალიერების 26 ცენტრი ფუნქციონირებს. თუ ისინი „ეს -ჯი-ეს“-ის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, საქმიანობის გაგრძელება მომავალში მათაც შეეძლებათ. ტექნიკური დათვალიერების პროცესი უკვე დაწყებულია მაღალი გამავლობის, საქალაქთაშორისო და ადგილობრივი გადამზიდავებისთვის. მომდევნო წლიდან კი ეს პროცესი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის საყოველთაო და სავალდებულო გახდება,“ - განაცხადა ჩერქეზიშვილმა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანოზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)