13:44 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 12:48:56, 2297 ნახვა

სამართალი
უკრაინის გენპროკურორის მოადგილე: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში მისი ექსტრადირება შეუძლებელია

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, მისი საქართველოში ექსტრადირება შეუძლებელია“,-ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა.

„როგორც იცით დღეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად მისი ექსტრადირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ სრული კონტაქტი გვაქვს ჩვენს ქართველ კოლეგებთან. გვაკავშირებს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა, ჩვენ მივდივართ წინ და დრო გვიჩვენებს. სამ კვირაში პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოში ვიზიტით ჩამოსვლას აპირებს, დღის წესრიგი საკმაოდ კარგია და იმედი გვაქვს, რომ ის გააძლიერებს თანამშრომლობას არა მხოლოდ ძალოვან უწყებებს შორის, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში“, -განუცხადა „რუსთავი 2“-ს ენინმა.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, ევგენი ენინის განცხადებით, უცნობია მოხდება თუ არა შეხვედრებისას სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვა, თუმცა უკრაინული მხარე მზად არის კითხვებს უპასუხოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics