05:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 14:29:33, 2120 ნახვა

სამართალი
ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავს გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-მა გადაცემაში "არჩევანი" გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაწერა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ეს ფარული ჩანაწერია დეკანოზის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics