09:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 12:15:58, 2359 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატი ოფიციალურად დაასახელა.

დედაქალაქის მერობისთვის პარტიის სახელით ზაალ უდუმაშვილი იბრძოლებს.

იგი მეტეხის ეკლესიასთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ წარუდგინა.

„გთავაზობთ კანდიდატს, რომელიც არ არის ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არის ჩვენი თანამოაზრე და ჩვენი გუნდის წევრი. დამეთანხმებით ალბათ, რომ გადამწყვეტ ბრძოლას, თანაც დედაქალაქში, სათავეში უნდა ჩაუდგეს გამაერთიანებელი ლიდერი, მას უნდა უყვარდეს თავისი ქალაქი, ზრუნავდეს მასზე, დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებებს და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ თბილისელების წინაშე, და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. კაცი რომელსაც მე თქვენ წარმოგიდგენთ, უკვე არის გამარჯვებული. წლების განმავლობაში, მან არაერთხელ გაიმარჯვა, როგორც ჟურნალისტმა, როგორც პროფესიონალმა, როგორც მოქალაქემ. ის ხალხთან ერთად იცავდა თავისუფალ სიტყვას და ამ უთანასწორო ბრძოლაშიც გაიმარჯვა. ის მრავალჯერ იყო გამარჯვებული წარსულში, მაგრამ მისი მთავარი გამარჯვება არის წინ. ის მოდის ქართულ პოლიტიკაში, რათა ჩვენთან ერთად, მოიგოს გარდამტეხი ბრძოლა თბილისისთვის და თბილისელებისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics