|
2015-04-20 16:20:11, 2869 ნახვა
კომენტარი
ზვიად ძიძიგური: ღარიბი ქვეყანა ვართ და ამდენი ხარჯის ტყუილად გაწევის უფლება არ გვაქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ათონელის რეზიდენციაზე სახელმწიფომ 26 მილიონი ლარი დახარჯა. მისივე თქმით, ამ რაოდენობის თანხის დახარჯვა იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ პრეზიდენტი აღნიშნულ რეზიდენციაში გადავა. “ათონელის რეზიდენციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა. მე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი ამ რეზიდენციაში გადავა. ასეთ შემთხვევაში ეს ხარჯი გამართლებული იქნება. ეს რეზიდენცია აგებულია ერთი პერსონისთვის, თანამდებობის პირისთვის, უმაღლესი დელეგაციებისთვის. მე დღეს მთავრობის წევრების კომენტარები წავიკითხე, ამ შენობის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღება მოხდა, რათა მას არავინ იყიდის. ეს 26 მილიონი ლარი ჩვენ შეიძლება უბრალოდ დავკარგოთ. ეს ყველას ფულია. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და ამდენი ხარჯის ტყუილად გაწევის უფლება არ გვაქვს. ძალიან ცუდია, თუ პრეზიდენტი გადასვლას არ აპირებს“,- აღნიშნა ძიძიგურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)