|
2017-06-23 21:18:34, 2238 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები ზედმიწევნით საჭირო და აუციელებლია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შეაფასა. მისი განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობები ბალანსდება, მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები მკაფიოდ იმიჯნება. თალაკვაძის თქმით, ასევე, მარტივდება მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება, რაც, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, იმას ნიშნავს, რომ „ძლიერდება საპარლამენტო კონტროლი და ძლიერდება ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის კონტროლი ხელისუფლების განხორციელებაზე“. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობა უფრო ეფექტური ხდება და ეს არის საზოგადოების დაკვეთაც - მთავრობამ განახორციელოს ის რეფორმები და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც ხალხსა და ქვეყნის განვითარებას სჭირდება. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, უფრო ძლიერდება პრეზიდენტის, როგორც არბიტრის როლი. „პრეზიდენტის როლი როგორც არბიტრის, როგორც წონასწორობის შემქმნელის კიდევ უფრო ძლიერდება და მკაფიო ხდება ახალ კონსტიტუციაში.ვარეგულირებთ მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიწის გასხვისება ვეღარ მოხდება უცხოელებზე. ესეც საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრი და მოთხოვნა იყო.ახალი კონსტიტუციაში ძლიერდება ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები. საზოგადოების და თითოეული ადამიანის დაცულობის გარანტიები არის უფრო მკაფიო და ძლიერი.ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ოპოზიციის როლზე, იზრდება ოპოზიციის უფლებები და მისი მონაწილეობის შესაძლებლობები პროცესში.ძლიერდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს რომ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად და კარგად ეცოდინებათ თუ რას უნდა ელოდონ სახელმწიფოსგან და რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მათ წინაშე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)