10:33 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 16:34:39, 1961 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ირიგაციის სტრატეგია საქართველოსთვის 2017-2025 წლები, სამოქმედო გეგმა“ განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით შექმნილი „ირიგაციის სტრატეგია საქართველოსთვის 2017-2025 წლები,  სამოქმედო გეგმა“ განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიის სამოქმედო გეგმა პირველი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც დარგის კომპლექსური განვითარება მოხდება.

დოკუმენტი დარგის განვითარების ოთხ ძირითად მიმართულებას - მელიორაციის კომპანიის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ლოკალური დონის სისტემის მენეჯმენტის შექმნას, სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საირიგაციო მომსახურების რეგულირებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ირიგაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სოფლის განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრის საკითხზე გაამახვილა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ განხილვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაციის“ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics