00:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 15:06:29, 2376 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გია ვოლსკი: პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პრეზიდენტთან დიალოგის რესურსი არც ახლა და არც მანამდე არსებობდა. 

"ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემოთავაზებაში რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული არც დღევანდელი კონსტიტუციით და არც პოლიტიკური მორალით, რომელიც პრეზიდენტს ამ შემთხვევაში უნდა ეკისრებოდეს", - განმარტა გია ვოლსკი. 

მმართველი გუნდის წევრის თქმით, არსებობს საკითხები, რაზეც თავიდანვე ნათელი იყო, რომ შეთანხმება ვერ მოხდებოდა. 

"წახვიდე იმაზე, რასაც მოგვიწოდებენ პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა მცირე პარტიები, სატელიტები მათ გარშემო - ნიშნავს რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სახელმწიფო უსაფრთხოება, ანუ ვერ შევქმნათ მთავრობა. პრეზიდენტი ამ სიტყვა დიალოგს სპეკულატიურად იყენებს, თითქოს კონსტრუქციული წინადადების ჩამოსაყალიბებლად და სხვა არაფერი. მისი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ დაიძაბოს სიტუაცია და შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოში", - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics