09:28 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 14:22:50, 1934 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივში დაცული ფონდების მოძიება ელექტრონული კატალოგით გახდა შესაძლებელი

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფონდების მოძიება ელექტრონული კატალოგით გახდა შესაძლებელი.

ვებპროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

ეროვნული არქივის ვებგვერდზე (www.archives.gov.ge/ge/elektronuli-katalogebi) განთავსებულ მონაცემთა ბაზაში შესულია ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულების - ცენტრალურ არქივებსა და ტერიტორიულ ორგანოებში - რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცულ ფონდებზე.

ფონდების შესახებ ინფორმაცია ეროვნული არქივის ვებგვერდის საშუალებით აქამდეც იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ერთიან მონაცემთა საძიებო ბაზაში არ იყო თავმოყრილი.

სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს რომელი სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა თუ კერძო პირების საქმიანობის პროცესში შექმნილი ეროვნული სააარქივო ფონდის რომელი წლების, როგორი ხასიათის (მმართველობითი, პირადი წარმოშობის, ტექნიკური, პირადი შემადგენლობის)  დოკუმენტები ინახება ეროვნულ არქივში.

ელექტრონულ კატალოგში შეტანილი ინფორმაცია მუდმივად ახლდება. ამ დროისათვის მასში 13 ათასზე მეტი საარქივო ფონდია აღრიცხული.

ეროვნულმა არქივმა მუშაობა დაიწყო ფონდების ანაწერების კატალოგის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც უფრო გამარტივდება ფონდებში დაცულ  მასალაზე ინფორმაციას მოძიება. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს.
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics