15:49 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 13:09:14, 2387 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ლექვინაძე: მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ დიზაინთან დაკავშირებით ვნებათაღელვა გადაჭარბებულია

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოწვეული ვნებათაღელვა გადაჭარბებულია. 

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული დიზაინი საერთაშორისო კომპანიის მიერაა მომზადებული. 

"თბილისის მეტროპოლიტენის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დიზაინი, რომელიც შეთანხმებულია, არის საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადებული და ვფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებულია ეს ვნებათაღელვა.  მგონია, რომ როდესაც საკუთარი თვალით ნახავენ მგზავრები აღნიშნული მეტროპოლიტენის დიზაინს, შეიძლება ეს შთაბეჭდილებები რეალურად შეეცვალოთ", -განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია. დაახლოებით 3 კვირაში სადგურში სატესტო მატარებელი გაივლის, მაგრამ როდის შევა „უნივერსიტეტი" ექსპლუატაციაში, ზუსტი დრო ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ სადგურის დიზაინმა სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გარდა ამისა, გავრცელდა ვიდეო, სადაც სადგური საცურაო აუზთან არის გაიგივებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics