|
2017-06-22 11:33:41, 2013 ნახვა
პოლიტიკა
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართებით 15 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა. „დღეს 400-მდე დევნილი ოჯახისთვის გამოგვაქვს გადაწყვეტილება. ეს გახლავთ თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში. გადავცემთ საკუთრებაში საცხოვრებელ ფართებს. ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 15 000 ოჯახია, ვინც დაკმაყოფილდა მთავრობის მხრიდან საცხოვრებელი ფართებით, საკუთრებაში გადაეცათ . ეს პროცესი გრძელდება. ვფიქრობთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ექნებათ მუდმივი ჭერი და იქნება მათი საკუთრება, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ყველას გვაქვს იმედი და არა მხოლოდ იმედი, ვმუშაობთ ძალიან ბევრს იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველო გაერთიანდება აუცილებლად“,-აღნიშნა პრემიერმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)