|
2017-06-21 21:02:36, 2010 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს დავით ბაქრაძის განცხადებით, მისი პარტია კოლეგების ბოიკოტს ამ დრომდე მხოლოდ იმიტომ არ შეუერთდა, რათა საპარლამენტო ტრიბუნიდან საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. „ჩვენ დღეს შემოვედით დარბაზში განხილვაზე და არ მივბაძეთ ჩვენს კოლეგებს სხვა ოპოზიციური ფრაქციებიდან იმიტომ, რომ მიგვაჩნია, როდესაც საქართველოს პარლამენტში განიხილება კონსტიტუციის პროექტი, არ არსებობს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი დებატი, განხილვა და მსჯელობა საქართველოში, ამიტომ ნებისმიერი პარლამენტის წევრის ვალია, მონაწილეობა მიიღოს, საკუთარიო პოზიცია დააფიქსიროს და საზოგადოებას საკუთარი აზრი გააგებინოს. სწორედ ამიტომ ვიყავით დღეს ამ დარბაზში, ამიტომ ვიღებდით მონაწილეობას ამ დებატში, მაგრამ დებატის ბოლოს ძალიან მკაფიოდ ჩანს - უმრავლესობა ჩამოყალიბებულია საკუთარ პრინციპებზე, პრინციპებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, ამიტომ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, ჩვენი შეკითხვები, ჩვენი წინააღმდეგობა წარმოდგენილ პროექტთან, ამის იქით ჩვენ გვრჩება საპარლამენტო პოლიტიკური ბრძოლის მხოლოდ მეორე მეთოდი და ეს არის უკვე შემდგომ საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობის არმიღება, რასაც „ევროპული საქართველო“ აკეთებს, ამიტომ ჩვენც ვტოვებთ დარბაზს და საშუალებას მოგცემთ უმრავლესობას, ერთი პარტიის ხმებით, ძალიან მშვიდად, წყნარად მიიღოთ ის ცვლილებები, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პარტია საქართველოში“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)