09:29 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 18:18:30, 1740 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდა ქართლის რეგიონალური ფორუმი გაიმართა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ხაშურში, შიდა ქართლის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონალურ ფორუმზე იმსჯელეს. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმს,  რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დაესწრო.  

 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა და პროგრამებში კოოპერატივების  ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  

„რეგიონალური ფორუმების, როგორც არაფორმალური პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გასაჯაროებასა და მათ გადასაჭრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში“ - აღნიშნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ზაქაიძემ.

ფორუმის მსვლელობისას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა  განხილვებში  აქტიური მონაწილეობა მიიღეს. 

რეგიონალური ფორუმების გამართვა დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში, რომელიც ორგანიზებულია ENPARD - ის პროგრამის მიერ დაფინანსებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც კომპანია EVOLUXER  ახორცილებს. 

დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულია  96 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  მათ  შორის გორში - 47, ქარელში - 10, ხაშურში - 27, კასპში - 12. მათი ძირითადი საქმიანობა მეფუტკრეობას, მემარცვლეობას, მეხილეობას და მებოსტნეობას მოიცავს. 

 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს.
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics