|
2017-06-21 18:19:17, 2099 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი, რომელიც ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს კონსტიტუციის პროექტს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია საქართველოს გრძელვადიან განვითარებას ხელს შეუწყობს. მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კონსტიტუციურ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ კონსტიტუციას ქმნის. ამასთან, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ უმრავლესობაც არ ეთანხმება ირაკლი კობახიძეს რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ოხანაშვილის მტკიცებით, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციურ პროექტს მხარს ერთსულოვნად უჭერს: „დარწმუნებული ვარ, ეს არის კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას. ამ პროცესის ძალიან კარგად წარმართვაში ლომის წვლილი მიუძღვის ბატონ ირაკლი კობახიძეს და კომისიის თითოეულ წევრს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს. ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი საუბრობდა უმრავლესობის სახელით, თითქოსდა თქვენი კოლეგები არ გეთანხმებიან რაღაც საკითხებშიო. ჯერ ერთი, ბატონო, ზურაბ, ვინ მოგცათ თქვენ უმრავლესობის სახელით საუბრის უფლება, თქვენ ამის უფლება არ გაგაჩნიათ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთსულოვანი, ძლიერი გუნდი, რომელიც ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ამ კონსტიტუციის პროექტს. ეს თქვენი მმართველობის პერიოდში იყო მიუღებელი ჯანსაღი აზრი და კრიტიკა, როდესაც თუ ვინმე გამოთქვამდა აზრს კრიტიკულს, თუნდაც ობიექტურს და ჯანსაღს, მომდევნო დღეს ან აპატიმრებდნენ, ან საკუთრებას ართმევდნენ და ა.შ. ამიტომ, თქვენ უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ ამ ტონალობაში და მითუმეტეს, უმრავლესობის სახელით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ჩვენ ვქმნით ისტორიას, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და სამართლებრივ ცხოვრებაში აღინიშნება ხაზგასმით, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ ის გუნდი, მე-9 მოწვევის პარლამენტი, რომელმაც გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები კონსტიტუციის გაუმჯობესების კუთხით და შექმნა ნამდვილად დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)