|
2017-06-20 17:06:19, 2042 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი იოჰანეს ფან დერ კლაუ ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მულტიეთნიკური ხელოვნების კონცერტს დაესწრნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, „გარდენ ჰოლში“ თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მათივე ინფორმაციით, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების მოზარდებმა, ლტოლვილმა და დევნილმა ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა. გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, 2001 წლიდან, ყოველი წლის 20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)