04:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 11:42:00, 2035 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას (DEA) შორის არსებული  მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

გიორგი მღებრიშვილი ნიკოლას ბერლინელს შს სამინისტროში ბოლო წლებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.  შს მინისტრმა ხაზი გაუსვა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ნარკოტრანზიტების განყოფილების წარმატებულ მუშაობას, რის შედეგადაც ნარკოტრანზიტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი გამოვლინდა.

ნიკოლას ბერლინელმა, რომელიც საქართველოში თავის სამწლიანი მოღვაწეობას ასრულებს, გიორგი მღებრიშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამშრომლობის იმ დონემ, რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია. განსაკუთრებით გამოვყოფდი თანამშრომლობას შს სამინისტროსთან, რაც დასტურია იმ უნიკალური ურთიერთობებისა, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებთ“, - განაცხადა აშშ-ს ელჩის მოადგილემ.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ს საელჩოს მნიშვნელოვანი როლი საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და დასავლური სტანდარტების დამკვიდრების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა აშშ-ს ელჩის მოადგილეს შს სამინისტროსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics