|
2017-06-19 14:33:43, 1678 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით კანადაში იმყოფებოდა
თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით კანადაში გაემგზავრა, სადაც მთლიანად და ნაწილობრივ ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფრანკოფონური ასოციაციის გენერალური ასამბლეა, რომლის წევრიც თბილისი 2001 წლიდან არის, წელიწადში ერთხელ ასოციაციის წევრ ქალაქში იკრიბება და ამჟამად ასამბლეა კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ასამბლეის პარალელურად იმართება კანადის მეტროპოლისის მსოფლიო კონგრესი, რომლის გახსნას, მონრეალის მერის, დენი კოდერის მოწვევის საფუძველზე ასამბლეის დელეგატებიც ესწრებიან. მსოფლიო კონგრესისა და ასამბლეის მუშაობის პერიოდში თბილისის მერი საქმიან შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დავით ნარმანიას საქმიანი ვიზიტი კანადაში დღეს დაიწყო და 22 ივნისამდე გაგრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)