07:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 12:55:33, 1645 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსებზე მიღებას აცხადებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსებზე.

საქმისწარმოების სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს, ტრენინგ-კურსი კი 26-30 ივნისს გაიმართება.

ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება, გაეცნოს საქმისწარმოების და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოების ან საარქივო საქმის სპეციალობით და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან უჭირავს მენეჯერის პოზიცია  ნებისმიერ სფეროში და სურს უფრო ღრმად შეისწავლოს ამ სფეროების თავისებურებანი. ერთი კურსის ღირებულებაა 150 ლარი.

სასწავლო კურსებზე რეგისტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  http://archives.gov.ge/ge/stsavleba_mimdinare.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics