|
2017-06-19 09:38:54, 1831 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები მომდევნო დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება
საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19 ივნისს +31 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმაა მოსალოდნელი, ასევე შესაძლებელია სეტყვაც, 20 ივნისს +30 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმას პროგნოზირებენ, 21 ივნისს +28 გრადუსი სითბო და ზოგან ხანომკლე წვიმაა მოსალოდნელი. დედაქალაქ თბილისში დღეს ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, დღე უნალექოდ ჩაივლის, 20-21 ივნისს +28 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ბარში 19 ივნისს ზოგან ხანომკლე წვიმას ვარაუდობენ, ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, 20 ივნისს +26 გრადუსი და უმეტეს რაიონებში ხანომკლე წვიმაა ნავარაუდევი, 21 ივნისს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ზოგან ხანომკლე წვიმას ელოდებიან. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურა ნავარაუდევი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)