22:11 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 12:51:09, 2870 ნახვა

მსოფლიო
იაპონიის სანაპიროებთან ამერიკული სამხედრო ხომალდი სავაჭრო გემს დაეჯახა - 7 მეზღვაურს ეძებენ

იაპონიის სანაპიროებთან, წყნარ ოკეანეში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი სავაჭრო გემს დაეჯახა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, 7 ამერიკელი მეზღვაური ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. 

ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ორივე გემის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. 7 ამერიკელი მეზღვაურის სამძებრო ოპერაციაში იაპონიის მხარეც მონაწილეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics