07:31 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 17:32:21, 1826 ნახვა

საზოგადოება
არგენტინის მორაგბეთა ნაკრების წევრები დევნილ და ლტოლვილ ბავშვებს შეხვდნენ

არგენტინის მორაგბეთა ნაკრების წევრები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში აფხაზეთიდან,  სამხრეთ ოსეთიდან დევნილ და სირიიდან, უკრაინასა და ერაყიდან ლტოლვილ ბავშვებს შეხვდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, მორაგბეები ბავშვებს ცხოვრების ჯანსაღ წესზე ესაუბრნენ და  სამახსოვრო სუვენირები გადასცეს.

შეხვედრის შემდეგ, დევნილი და ლტოლვილი ბავშვები, მინისტრთან ერთად,   არგენტინის ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ.

ღონისძიება  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა (UNHCR) და რაგბის კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics